აუტიზმის სპექტრის აშლილობა: მისაღები ტერმინოლოგია
2 აპრილი აუტიზმის სპექტრის აშლილობის ცნობადობის ამაღლების დღეა. ეს ადამიანები ყოველდღიურად მრავალ პრობლემას აწყდებიან, ერთ-ერთია აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების არასწორი ტერმინოლოგიით მოხსენიება. ვიცით რომ ენა ძლიერი იარაღია და იგავი “ენით დაკოდილიც” სწორედ ამას გვასწავლის, ამიტომ შემოგთავაზებთ რჩევებს იმ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც სასურველია, რომ გამოვიყენოთ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებთან მიმართებაში.
🟣 არ გამოიყენოთ ისეთი ტერმინები, რომელიც მიანიშნებს თითქოს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები თავიანთი მდგომარეობის მსხვერპლები არიან.
🟣 აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდების ინტერვიუს საფუძველზე შეგროვებული მონაცემების მიხედვით, მათ ძალიან არ მოსწონთ, როცა იყენებენ ტერმინებს: “დაბალფუნქციური აუტიზმი”, “კლასიკური აუტიზმი” ან “კანერის სინდრომი”
🟣 არ გამოიყენოთ სიტყვა “აუტისტი”, გამოიყენეთ სიტყვები “აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე”.
🟣 არ მოიხსენიოთ აუტიზმის სპექტრის აშლილობა დაავადებად ან ავადმყოფობად, გამოიყენეთ სიტყვა “მდგომარეობა”.
🟣 არ გამოიყენოთ ტერმინები “სოციალურად შეზღუდული” და ა.შ. ამის ნაცვლად გამოიყენეთ სიტყვები “ადამიანი, რომელსაც აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა”.
🟣 ასპერგერის სინდრომი არ არის ხარისხობრივად მსუბუქი აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ეს არის ამ მდგომარეობის ერთ-ერთი ფორმა.
🟣 არ გამოიყენოთ ტერმინები ნორმალური ან ჩამორჩენილი, გამოიყენეთ სიტყვები: ტიპური და ატიპური განვითარების მქონე.
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15
სოფო ცაგარეიშვილი
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი
გამოყენებული ლიტერატურა:
https://journals.sagepub.com/doi/pdf/10.1177/1362361315588200
https://www.autism.org.uk/get-involved/media-centre/how-to-talk.aspx