როგორ უნდა ჩავეწერო სპეციალისტთან?
- დარეკეთ ქოლ ცენტრში - 574150214. ჩაწერა ხდება წინასწარ.


თქვენ ცენტრში მხოლოდ ბავშვებს ემსახურებით თუ ზრდასრულებსაც?
- ჩვენი ცენტრი ნეიროფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევს ყველა ასაკის ადამიანს 2 წლიდან.


ჩემი შვილი ჩაიკეტა, მეგობრებთანაც არ ურთიერთობს, ხასიათიც შეეცვალა, რომელი სპეციალისტი ესაჭიროება?
- თუ ბავშვს მხოლოდ ემოციური პრობლემები აქვს, შეეცვალა ხასიათი და ქცევა, ბავშვთა ფსიქოთერაპევტთან უნდა ჩაეწეროთ.


ჩემ შვილს შიშები აქვს, კომპიუტერზეცაა დამოკიდებული, ძილიც აერია, რა უნდა გავაკეთო?
- თქვენ შვილს ბავშვთა ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია ესაჭიროება მისი ემოციური მდგომარეობის დასადგენად და მხარდაჭერის გეგმის შესამუშავებლად.


ჩემი შვილი ძალიან მორცხვია, დამეგობრება უჭირს, თუმცა ძლაიან უნდა მეგობრები ჰყავდეს. როგორ დავეხმარო?
- გირჩევთ ბავშვის ფსიქოთერაპევტს მიმართოთ, ვინც დაგეხმარებათ ბავშვის მხარდაჭერაში.


ჩემი შვილი ისე არ ლაპარაკობს, როგორც მისი ასაკის ბავშვები, ჩვენც კი გვიჭირს მისი გაგება. ამ დროს ძალიან კომუნიკაბელურია, თამაშიც უყვარს ბავშვებთან. ვის მივმართოთ?
- თქვენ შვილს ენისა და მეტყველების თერაპევტის კონსულტაცია ესაჭიროება.


ჩემი შვილი არ რჩება საბავშვო ბაღში/სკოლაში ჩემს გარეშე. კი უნდა წასვლა, მომყვება კიდეც, მაგრამ მერე აღარ რჩება უჩემოდ. მის გვერდით უნდა ვიყო, თორემ ტირის, ნერვიულობს, მუცლის და თავის ტკივილიც კი ეწყება. რა უნდა გავაკეთო?
- თქვენ შვილს ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ესაჭიროება, რომელიც დაეხმარება თქვენთან განშორებით გამოწვეული შფოთვის დაძლევაში.


ჩემი შვილი უყურადღებო და გაფანტულია სახლშიც და სკოლაშიც და ეს ძალიან ხელს უშლის. ვის მივმართო?
- თქვენ შვილს ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა ესაჭიროება, რომლის საშუალებითაც გაარკვევთ მისი გაფანტულობის მიზეზებს.


ჩემი შვილი გონიერია, მაგრამ საშინლად იქცევა. თუ სურვილს არ ვუსრულებთ, ტირის, ჩხუბობს და ყვირის იქამდე, სანამ არ შევუსრულებთ სურვილს. განსაკუთრებით უხერხული სიტუაციაა გარეთ ყოფნისას. ვის მივმართოთ?
- თქვენ გჭირდებათ მშობლის კონსულტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი შვილის ქცევა, როგორ მიაჩვიოთ აკრძალვის და პირობების მიღეაბს, სხვისი აზრის გათვალისწინებას.


ჩემი შვილი აგრესიულად იქცევა. ბავშვებთან ხშირად მოსდის კონფლიქტი, ჩხუბი. სახლშიც სულ გაღიზიანებულია. როგორ დავეხმარო?
- პირველ რიგში, გაიარეთ კონსულტაცია ნეიროფსიქოლოგთან, თქვენთან გასაუბრების შემდეგ ის გაარკვევს ესაჭიროება თუ არა ბავშვს შეფასება და რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება.


ეჭვი გამოჩნდა, რომ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის დარღვევა მაქვს და თუ შემიძლია ამის დიაგნოსტიკა?
- დიახ, ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლეზე შესძლებელია ზრდასრულ ადამიანებთან შემოწმდეს ADHD-ს არსებობა და დადგინდეს ჩივილის მიზეზები, ასევე განისაზღვროს დახმარების სტრატეგიები.


ეჭვი გამიჩნდა, რომ დისლექსია მაქვს. თუ არის შესაძლებელი ამის დადგენა?
- დიახ, ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძველზე შესაძლებელელია დასწავლის უნარის დარღვევების, მათ შორის დისლექსიის, მისი კონკრეტული ფორმის დადგენა და დახმარების სტრატეგიების შეთავაზება.


ჩემი შვილს უჭირს სწავლა და მასალის ათვისება. როგორ შეიძლება დავეხმარო?
- პირველ რიგში აუცილებელია ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა იმის გასარკვევად რა უდევს საფუძვლად ბავშვის დასწავლის სირთულეებს. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრება მხარდაჭერის სტრატეგიები, კონკრეტული უნარების გასავარჯიშებელი მეთოდები.


ვამჩნევ, რომ ძალიან გაღიზიანებული ვარ, არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით, პირად ცხოვრებაშიც პრობლემები მაქვს. ვის მივმართო?
- თქვენ ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია გესაჭიროებათ, რის შედეგადაც სპეციალისტი თქვენთან ერთად განსზღვარავს რეალურ პრობლემას და დაგეხმაებათ მის აღმოფხვრაში.


ვამჩნევ, რომ ყველაფრზე ვშოფთავ და ვნერვიულობ, მგონი დეპრესიაც მაქვს. ვის მივმართო?
- ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია გჭირდებათ თქვენ ემოციურ მდგომარეობაში გასარკვევად.


ვატყობ, რომ მეხსიერების და ყურადღების პრობლემები დამეწყო, რაც უკვე მაწუხებს. შემიძლია თუ არა ამის ობიექტურად შემოწმება?
- დიახ, ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძველზე შესაძლებელია დადგენა ნამდვილად გაქვთ თუ არა მეხსიერების და ყურადღების პრობლემები, ასევე შესაძლებელია იმ ფაქტორების დადგენა, რამაც სავარაუდოდ ეს პრობლემები გამოიწვია.


ჩემ შვილს უჭირს ამბის გადმოცემა, აზრის ჩამოყალიბება,რაც ხელს უშლის კარგად სწავლაში. როგორ შეიძლება რომ დავეხმარო?
- პირველ რიგში აუცილებელია ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა იმის დასადგენად რა უდევს საფუძვლად აზრის ჩამოყალიბების პრობლემას. შეფასების შედეგების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები მის დასახმარებლად.


ჩემი შვილი ძალიან ზარმაცია, საერთოდ არ აინტერესებს სწავლა. საშინაო დავალებების შესრულებაზე ყოველთვის პრობლემაა და დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ დაჯდეს სამეცადინოდ. რა შეიძლება, რომ გავაკეთო?
- თქვენი შვილი ნეიროფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკას საჭიროებს იმის დასადგენად ნამდვილად რა უშლის ხელს შემეცნებითი ინტერესის დაბლოკვასა სწავლის მოტივაციაში. შეფასების საფუძველზე გამოვლინდება თქვენი შვილის ქცევის რეალური მიზეზები და დაისახება მისი დახმარების გეგმა.


ჩემი შვილი სრულიად არაორგანიზებული და გაფანტულია, დროის შეგრძნება არ აქვს, არ აღელვებს აგვიანდება თუ არა. მე თუ არ შევახსენე ყოველდღიური ჰიგიენური წესებიც კი, არც გაახსენდება თვითონ, სულ უკან დევნა სჭირდება. როგორ მოვიქცე, რომ დამოუკიდებელი გახდეს და პასუხისმგებლიანი?
- თქვენი შვილის ქცევის რეალური მიზეზების შესაფასებლად საჭიროა ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება რა და როგორ უნდა გააკეთოთ მისი ქცევის გაუმჯობესებისთვის.