ნეიროფსიქოლოგია ფსიქოლოგიის დარგია, რომელიც შეისწავლის ბავშვისა და ზრდასრულის თავის ტვინის მუშაობის პრინციპებსა და კანონზომიერებას

ქცევის, შემეცნებისა და ემოციური რეაგირებისას. ნეიროფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ქცევასა და ფსიქიკურ ფუნქციონირებას თავის ტვინის დაზიანების ან დისფუნქციის დროს.

ნეიროფსიქოლოგია გვეხმარება გავიგოთ თავის ტვინის რა სისტემები და მექანიზმები არ მუშაობს კარგად და როგორ არის შესაძლებელი ადამიანების დახმარება მეხსიერების, ენისა და მეტყველების, აზროვნების, ყურადღების, ქცევის, წერა-კითხვის, ემოციური სფეროს სირთულეებისა და დარღვევების დროს.

ნეიროფსიქოლოგი კლინიკური ფსიქოლოგია, რომელიც ეხმარება ბავშვებსა და ზრდასრულებს და მათ ოჯახებს, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის დეფიციტით გამოწვეული ქცევის, სწავლის, პიროვნებისა და ემოციური სფეროს პრობლემების იდენტიფიკაციაში, შეფასებასა და პრობლემის დაძლევაში.

ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ფსიქოლოგიური დახმარების სისტემაა, რომელიც მიმართულია ადამიანის პრობლემური სფეროების და დარღვეული ფუნქციების აღდგენაზე, პიროვნების რესურსებისა და ძლიერი მხარეების გამოყენებით.

ნეიროფსიქლოგიური აბილიტაცია ფსიქოლოგიური დახმარების სისტემაა, რომელიც მიმართულია ნეიროგანვითარების დარღვევის და ტიპური განვითარების მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირებაზე, მათი ძლიერი მხარეების და რესურსების გამოყენებით.


თამარ გაგოშიძე
არის ნეიროფსიქოლოგიური სერვისის დამფუძნებელი საქართველოში. მის მიერ არის შექმნილი და პრაქტიკულად დანერგილი ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამა ბავშვებთან: „ემოციურ-კოგნიტური ნეიროთერაპია“.


თამარ გაგოშიძე აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განათლებაში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ინკლუზიური განათლება, ბავშვთა ადრეული ინტერვენცია, ენისა და მეტყველების განვითარების ხელშეწყობა ბავშვებში, პოზიტიური მშობლობა და ა.შ.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ:

ბავშვებს
რომლებსაც აქვთ პრობლემები ენა/მეტყველებაში, მოტორულ სფეროში, წერაში, კითხვაში, თვლაში, ყურადღების კონცენტრაციაში, ქცევაში, ემოციურ სფეროში;

მოზრდილებს
რომლებსაც აქვთ თავის ტვინის დაავადებების ან დაზიანებების შედეგად განვითარებული პრობლემები ენა/მეტყველების, წერა-კითხვის, მეხსიერების, აზროვნების, აღქმისა და ყურადღების მხრივ;

ოჯახის წევრებს
სწორად შეაფასონ ბავშვისა და მოზრდილის პრობლემები და შეძლონ მათი ადეკვატური მართვა;

საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სკოლის მასწავლებლებს
ბავშვის პრობლემის გათვითცნობიერებაში, ბავშვზე მორგებული სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის სწორად განხორციელებასა და ინკლუზიური სწავლების პრინციპების დანერგვაში.