ASQ-3 ასაკებისა და ეტაპების კითხვარი


ASQ-3 ტუტორიალი


ASQ-3 კითხვარის შედეგების ინტერპრეტაცია

 

განვითარება შეესაბამება ნორმას

ბავშვი თავისი ასაკის შესაბამისად არის განვითარებული მოცემულ სფეროში.

საჭიროა განვითარების მჭიდრო მონიტორინგი და სასწავლო რეკომენდაციები

ბავშვი ვერ აღწევს თავისი ასაკის შესაბამის განვითარების ნიშნულს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ გულისხმობს შესაბამისი სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას. ეს ზღვრული მდგომარეობაა. რეკომენდებულია, მოცემული სფეროს განვითარების სტიმულირება. ბავშვს არ სჭირდება სპეციალისტის ჩართულობა თერაპიების ჩატარების მიზნით, მაგრამ აუცილებელია ოჯახის წევრების აქტიურობა შესაბამისი სფეროების განვითარების ხელშეწყობისათვის.

საჭიროა გაღრმავებული შეფასება

აღინიშნება შესაბამისი სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი შეფერხება. ბავშვს ესაჭიროება განვითარების სრული შეფასება და სპეციალისტის დახმარება.