დაუნის სინდრომი: ტერმინოლოგია
საზოგადობისთვის დღესდღეობით ცნობილია თუ რას ნიშნავს დაუნის სინდრომი. მიუხედავად ამისა, ხშირად დაუნის სინდრომის მქონე პირების მიმართ გამოყენებული ტერმინოლოგია გულს ტკენს მათ და მათ ოჯახებს. ამიტომ ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით გთავაზობთ პატარა გზამკვლევს:
🟣 გამოიყენეთ სიტყვები “დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი” და არ გამოიყენოთ ტერმინები “დაუნი ბავშვი” ან “დაუნი”.
🟣 დაუნის სინდრომზე საუბრისას გამოიყენეთ სიტყვები “მდგომარეობა” ან “სინდრომი” და არა “დაავადება” ან “ავადმყოფობა”.
🟣 გამოიყენეთ ტერმინი “ტიპური განვითარება” და არა სიტყვა “ნორმალური”.
🟣 ტერმინი “გონებრივი ჩამორჩენილობა” უკვე ჩანაცვლდა ტერმინით “ინტელექტუალური დარღვევა”.
🟣 ნებისმიერ მდგომარეობასთან მიმართებაში მკაცრად იკრძალება ტერმინები: “გონებაშეზღუდული”, “ჩლუნგი” და ა.შ.
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15
სოფო ცაგარეიშვილი
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი
თარგმანი:
https://www.ndss.org/wp-content/uploads/2018/02/NDSS-Preferred-Language-Guide-2015.pdf