აუტიზმის სპექტრი: განსხვავებები ბიჭებსა და გოგონებს შორის

 

კლინიკურ სფეროში მომუშავე სპეციალისტები ხშირად აწყდებიან პრობლემებს. ერთ-ერთ ასეთ პრობლემას წარმოადგენს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე გოგონების დიაგნოსტირება, რადგან მათი სპექტრის დამახასიათებელი ნიშნები ბიჭების სიმპტომებისგან იმდენად განსხვავებულია, რომ ხშირად სპეციალისტებს ყურადღების მიღმა რჩებათ. სხვადასხვა მონაცემებით, გოგონებთან შედარებით აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი ბიჭებში 4-ჯერ მეტია, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს არასწორი დიაგნოსტირების შედეგია. ქვემოთ შედარებულია ბიჭებისა და გოგონების სიმპტომები სხვადასხვა წყაროს მიხედვით. 

გოგონებს ბიჭებთან შედარებით:

🟣 აქვთ ნაკლები განმეორებითი მოქმედებები;

🟣 შემოსაზღვრული ინტერესები უფრო მეტად არის სოციალურად მისაღები;

🟣 აქვთ უკეთესი ლექსიკური მარაგი;

🟣 არიან უფრო სოციალურები;

🟣 არიან ნაკლებად მომთხოვნები;

🟣 აქვთ დაბალი სმენითი ზღურბლი;

🟣 მეტად შეუძლიათ ემოციის შეკავება;

ჩამონათვალში ჩანს, რომ გოგონების შემთხვევაში სიმპტომები უფრო მსუბუქია, ამიტომ სპეციალისტებს მეტი დაკვირვება სჭირდებათ გოგონების გამოკვლევისას. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ გოგონებში აუტიზმის სპექტრის ნიშნებს ყურადღება გენდერული სტერეოტიპების გამო არ ექცევა. მიღებულია, რომ გოგონები ბიჭებთან შედარებით მორცხვები და ჩუმები არიან და განმარტოებით უყვართ თამაში. რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს დაგვიანებულ (ან სულაც არარსებულ) დიაგნოსტირებას გოგონებში ფაქტია, რომ ბევრი მეცნიერი დღესდღეობით აუტიზმის სპექტრის მოდელს “კაცების მოდელს” უწოდებს, რადგან ამ მოდელში გოგონები კი თავსდებიან, მაგრამ ნაკლები სიმწვავით.

 

 


 

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"

მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4

☎️ 2 44 55 15

 

ავტორი:

სოფო ცაგარეიშვილი

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://childmind.org/article/autistic-girls-overlooked-undiagnosed-autism/ 

https://www.autismag.org/autism-in-girls/#Some_Statistics_on_Autism_in_Children 

https://www.verywellhealth.com/signs-of-autism-in-girls-260304 

https://www.medicalnewstoday.com/articles/325574#why-doctors-might-miss-it