თამაშის როლი დასწავლის პროცესში
თამაში ბავშვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უკავშირდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროს და ქმნის მათი განვითარების საფუძველს:
🔹 ფიზიკური სფერო - თამაში ავითარებს ბავშვის კუნთებს.შესაბამისად, ისინიმეტად მოქნილები ხდებიან, მოქმედებენ უფრო სწრაფად, კოორდინირებულად და მეტი ძალით.
🔹 ემოციური სფერო - ბავშვები თამაშის საშუალებით სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ ემოციებს, შიშებსა თუ შფოთვას. თამაში საშუალებას აძლევს მათ, გამოხატონ ის ემოციები, რასაც განიცდიან - ამასთან, სწორი გზით.
🔹 ინტელექტუალური სფერო - სწორედ თამაშის საშუალებით სწავლობენ ბავშვები, როგორ „მუშაობს“ სამყარო. ისინი იგებენ, როგორ იმსჯელონ და იმოქმედონ პრობლემის გადასაჭრელად. თამაში მათ ახალი უნარების დაუფლების საშუალებას აძლევს.
🔹 სოციალური სფერო - თამაშის საშუალებით ბავშვები სწავლობენ საზოგადოებისთვის მისაღებ სოციალურ ქცევებს და ეუფლებიან სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნის თავისებურებებს. უკეთესად ესმით გარშემომყოფების და სწავლობენ ურთიერთთანამშრომლობას.
თამაშის ტიპები
არსებობს რამდენიმე ტიპის თამაში, რომელთაც სპეციფიკური მნიშვნელობა აქვთ. ასაკის მატებასთან ერთადთამაშებიციცვლება, ვითარდება და რთულდება. მშობლის ამოცანაა, ფლობდეს ინფორმაციას სხვადასხვა ასაკთან დაკავშირებული თამაშების ნაირსახეობის შესახებ, აქტიურად ეთამაშოს ბავშვს და ამ გზით დაეხმაროს მას ასაკობრივ გამოწვევებთან გამკლავებაში.
🔹 შემთხვევითი თამაში (0-2 წელი) - რომელიც დამახასიათებელია მცირე ასაკის ბავშვებისთვის. ისინი თამაშობენ იმით, რაც ხელში მოხვდებათ. ამ პერიოდში სათამაშოების მოპოვება და მათი გამოყენება წინასწარგანზრახული არ არის და შემთხვევითია; ასეთი თამაში მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს მიზანმიმართული მოქმედებების ჩამოსაყალიბებლად. (0-2 წელი) - რომელიც დამახასიათებელია მცირე ასაკის ბავშვებისთვის. ისინი თამაშობენ იმით, რაც ხელში მოხვდებათ. ამ პერიოდში სათამაშოების მოპოვება და მათი გამოყენება წინასწარგანზრახული არ არის და შემთხვევითია; ასეთი თამაში მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს მიზანმიმართული მოქმედებების ჩამოსაყალიბებლად. რა უნარები ვითარდება? - მოტორული (მოძრაობების) კოორდინაცია, სამყაროსადმი ინტერესი და მისი კვლევა;
🔹 მარტო თამაში (2-3 წელი)-ამ პერიოდში ბავშვების შემეცნებითი და სოციალური უნარები არ არის სათანადოდ მომწიფებული. შესაბამისად,ბავშვმა თავის ინიციატივით შესაძლოა ვერ მოახერხოს სხვა ადამიანებთან ერთობლივი თამაში. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსების ჩართულობა, რომლებიც მისცემენმას ერთობლივი ანუ სხვასთან ერთად თამაშის მაგალითს.რა უნარები ვითარდება? -დამოუკიდებლობა, წარმოსახვა;
🔹 დამკვირვებელი (2½– 3½წლის) - აკვირდება სხვა ბავშვებს, ინტერესდება მათი თამაშით, თუმცა არ ერთვება. სხვის თამაშზე დაკვირვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია ბავშვის განვითარებისთვის. მას აუცილებლად უნდა აინტერესებდეს თანატოლები, რათა შემდგომ ეტაპზე შეეცადოს მათი ყურადღების მიქცევას, მიბაძვას, ერთობლივ თამაშს. (2½– 3½წლის) - აკვირდება სხვა ბავშვებს, ინტერესდება მათი თამაშით, თუმცა არ ერთვება. სხვის თამაშზე დაკვირვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია ბავშვის განვითარებისთვის. მას აუცილებლად უნდა აინტერესებდეს თანატოლები, რათა შემდგომ ეტაპზე შეეცადოს მათი ყურადღების მიქცევას, მიბაძვას, ერთობლივ თამაშს. რა უნარები ვითარდება? - სოციალური უნარები, სხვა ადამიანებისადმი ინტერესი;
🔹 პარალელური თამაში(2½– 3½წლის)- ბავშვები იწყებენ ერთ სიტუაციაში, ერთ გარემოში მხარდამხარ თამაშს, თუმცა, არ ერთვებიან ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში. ისინი ჯერ კიდევ არ ცდილობენ ერთობლივ თამაშს, თუმცა აკვირდებიან და ბაძავენ ერთმანეთს.პარალელური თამაში წარმოადგენს სოციალიზაციის პირველად საფეხურს. (2½– 3½წლის)- ბავშვები იწყებენ ერთ სიტუაციაში, ერთ გარემოში მხარდამხარ თამაშს, თუმცა, არ ერთვებიან ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში. ისინი ჯერ კიდევ არ ცდილობენ ერთობლივ თამაშს, თუმცა აკვირდებიან და ბაძავენ ერთმანეთს.პარალელური თამაში წარმოადგენს სოციალიზაციის პირველად საფეხურს. რა უნარები ვითარდება? - სოციალური უნარები, მიბაძვა, ემოციის, ნივთის გაზიარება;
🔹 ასოციაციური თამაში (3 – 4 წლის) -ამ ასაკში ბავშვები იწყებენ ერთობლივად თამაშს, თუმცა ნაკლებად კოორდინირებულნი არიან. შეიძლება გამოეთიშნონ ერთმანეთს და გააგრძელონ ცალკე თამაში. მოგვიანებით ერთობლივი თამაშის ჩამოყალიბების საფუძველს სწორედ ასოციაციური თამაში წარმოადგენს.(3 – 4 წლის) -ამ ასაკში ბავშვები იწყებენ ერთობლივად თამაშს, თუმცა ნაკლებად კოორდინირებულნი არიან. შეიძლება გამოეთიშნონ ერთმანეთს და გააგრძელონ ცალკე თამაში. მოგვიანებით ერთობლივი თამაშის ჩამოყალიბების საფუძველს სწორედ ასოციაციური თამაში წარმოადგენს.რა უნარები ვითარდება? - სოციალური უნარები, ემოციის, ნივთის გაზიარება, ჯერის დაცვა;
🔹 ერთობლივი თამაში (4 – 6 წლის) - ორი ან რამდენიმე ბავშვი თამაშობს ერთობლივად, შეთანხმებული წესების მიხედვით. ამ ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია ურთიერთთანამშრომლობის, სხვისი გათვალისწინების უნარის განვითარებისთვის.(4 – 6 წლის) - ორი ან რამდენიმე ბავშვი თამაშობს ერთობლივად, შეთანხმებული წესების მიხედვით. ამ ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია ურთიერთთანამშრომლობის, სხვისი გათვალისწინების უნარის განვითარებისთვის.რა უნარები ვითარდება? - სოციალური უნარები, ჯგუფურად მოქმედება, შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვა;
🔹 კონსტრუქციული თამაში(3 წელი და მეტი)- გულისხმობს რაიმეს შექმნას. ეს თამაში შეიძლება იყოს დამოუკიდებელიც და ერთობლივიც (თანატოლთან ან უფროსთან ერთად). მაგალითად, ლეგოების, პაზლების, კუბიკების აწყობა. (3 წელი და მეტი)- გულისხმობს რაიმეს შექმნას. ეს თამაში შეიძლება იყოს დამოუკიდებელიც და ერთობლივიც (თანატოლთან ან უფროსთან ერთად). მაგალითად, ლეგოების, პაზლების, კუბიკების აწყობა. რა უნარები ვითარდება? - შემეცნებითი უნარები, ყურადღება, ვიზუალურ-სივრცითი მსჯელობა, შემოქმედებითი აზროვნება, მოტორიკა;
🔹 ფიზიკური თამაშები(ყველა ასაკი) - ბავშვებს უყვართ ცოცვა, სირბილი, სრიალი, ხტუნაობა და ცდილობენ, ყველა ტიპის ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას. ამ ტიპის თამაშები უმნიშვნელოვანესია, რადგან (ყველა ასაკი) - ბავშვებს უყვართ ცოცვა, სირბილი, სრიალი, ხტუნაობა და ცდილობენ, ყველა ტიპის ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას. ამ ტიპის თამაშები უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ დროს ვითარდება კოორდინაციის, საფრთხის განსაზღვრის, მოქმედების წინ დაფიქრების, სივრცეში ორიენტაციის, წონასწორობის შენარჩუნების უნარები და საკუთარი სხეულის შესახებ ცოდნა. შედეგად, ბავშვები მეტად მოქნილები არიან. მოტორული თამაშების ტიპს მიეკუთვნება ე.წ ნატიფი მოტორული მოქმედებების განმავითარებელი აქტივობები, როგორებიცაა მცირე ზომის სათამაშოებით დაინტერესება: პაზლების,ლეგოების აწყობა, აგრეთვე ხატვა, გამოჭრა, დაწებება და ა.შ. კოორდინაციის, საფრთხის განსაზღვრის, მოქმედების წინ დაფიქრების, სივრცეში ორიენტაციის, წონასწორობის შენარჩუნების უნარები და საკუთარი სხეულის შესახებ ცოდნა. შედეგად, ბავშვები მეტად მოქნილები არიან. მოტორული თამაშების ტიპს მიეკუთვნება ე.წ ნატიფი მოტორული მოქმედებების განმავითარებელი აქტივობები, როგორებიცაა მცირე ზომის სათამაშოებით დაინტერესება: პაზლების,ლეგოების აწყობა, აგრეთვე ხატვა, გამოჭრა, დაწებება და ა.შ. რა უნარები ვითარდება? - მოტორული მოქნილობა და კოორდინაცია.
🔹 გამომხატველი თამაშები (განსაკუთრებით სასკოლო ასაკი) - საკუთარი ემოციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით. ხატვა, წერა, მუსიკა მიეკუთვნება ამ ტიპის აქტივობებს და წარმოადგენს შემოქმედობითობისსაფუძველს. (განსაკუთრებით სასკოლო ასაკი) - საკუთარი ემოციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით. ხატვა, წერა, მუსიკა მიეკუთვნება ამ ტიპის აქტივობებს და წარმოადგენს შემოქმედობითობისსაფუძველს. რა უნარები ვითარდება? - წარმოსახვა, შემოქმედებითი აზროვნება;
🔹 კომპიუტერული თამაშები (7წელი და მეტი - დროის მკაცრად განსაზღვრული პერიოდით) - რომელთაგან ზოგიერთს განმავითარებელი, ცოდნის მიწოდების ფუნქცია აქვს. ჩვენს ეპოქაში, გარვეული დროით ბავშვისა დატექნიკის ურთიერთობა აუცილებელია, თუმცა, გასათვალისწინებელია ის საფრთხეები, რისი შემცველიც არის აღნიშნული პროცესი. მშობელმა უნდა დაარეგულიროს ბავშვის ტექნიკასთან გატარებული დროის ოდენობა და ბავშვთან ერთად ყურადღებით შეარჩიოს კომპიუტერული თამაშები თუ აქტივობები. (7წელი და მეტი - დროის მკაცრად განსაზღვრული პერიოდით) - რომელთაგან ზოგიერთს განმავითარებელი, ცოდნის მიწოდების ფუნქცია აქვს. ჩვენს ეპოქაში, გარვეული დროით ბავშვისა დატექნიკის ურთიერთობა აუცილებელია, თუმცა, გასათვალისწინებელია ის საფრთხეები, რისი შემცველიც არის აღნიშნული პროცესი. მშობელმა უნდა დაარეგულიროს ბავშვის ტექნიკასთან გატარებული დროის ოდენობა და ბავშვთან ერთად ყურადღებით შეარჩიოს კომპიუტერული თამაშები თუ აქტივობები. რა უნარები ვითარდება? - შემეცნებითი;
🔹 წარმოსახვითი და როლური თამაში (4-5 წელი და მეტი) - რომელიც ავითარებს ფანტაზიას, აუმჯობესებს მსჯელობას, აყალიბებს პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო უნარებს. უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ამ ტიპის თამაშს ბავშვის განვითარების პროცესში. ესეთი თამაშებია „დედა-შვილობანა“, „ექიმობანა“ და ა.შ.(4-5 წელი და მეტი) - რომელიც ავითარებს ფანტაზიას, აუმჯობესებს მსჯელობას, აყალიბებს პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო უნარებს. უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ამ ტიპის თამაშს ბავშვის განვითარების პროცესში. ესეთი თამაშებია „დედა-შვილობანა“, „ექიმობანა“ და ა.შ.რა უნარები ვითარდება? - სოციალური, ემოციური, შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის გადაჭრა.
🔹 კომპეტენციაზე დაფუძნებული ჯგუფურითამაშები (6 წელი და მეტი) - რომელთა საშუალებით ბავშვი სწავლობს წესებისადმი მორჩილებას, მოქმედების წინ დაფიქრებას, მსჯელობას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას, დაშვებული შეცდომის მიღებას, მოგებით გახარებას და წაგებასთან შეგუებას.(6 წელი და მეტი) - რომელთა საშუალებით ბავშვი სწავლობს წესებისადმი მორჩილებას, მოქმედების წინ დაფიქრებას, მსჯელობას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას, დაშვებული შეცდომის მიღებას, მოგებით გახარებას და წაგებასთან შეგუებას.რა უნარები ვითარდება? - სოციალური, მოტორული, შემეცნებითი.
აუცილებელია,ყველა მშობელმა კარგად გააცნობიეროს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თამაშს ბავშვის განვითარებისთვის და რამდენად დიდია მათი როლი აღნიშნულ პროცესში.მათ უნდა შეუწყონ ხელი ბავშვის მიერ სხვადასხვა ტიპის თამაშების დაუფლებას და ასაკის შესაბამისი უნარების ჩამოყალიბებას; მნიშვნელოვანია ასევე განვითარებისთვისმრავალფეროვანი, მშვიდი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა. მშობლების ამოცანაა, იყვნენ აქტიურნი ბავშვთან ურთიერთობის პროცესში, დროულად ამოიცნონ თამაშთან დაკავშირებული სირთულეები და მათ აღმოფხვრაში დაეხმარნონ ბავშვს.
ავტორი: ირინე დოღაძე, ნეიროფსიქოლოგი.
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15
მშობელს დამატებით შეუძლია გაეცნოს:
-Parents Information, Types of play,
-The Early Childhood Curriculum Framework, Learning and developing through play,
-ANGELINE S. LILLARD, The Development of Play,