რა უნდა ვიცოდეთ აფაზიის შესახებ
აფაზია ეს არის ენობრივი უნარების ნეირობლიოგიური საფუძლის მქონე დარღვევა, რომლის დროსაც ვლინდება აზრების სიტყვებით გადმოცემის ან სხვისი ნათქვამის გაგების დეფიციტი. აღნიშნული სირთულის მიზეზი კი თავის ტვინის იმ უბნების დაზიანებაა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ენის გაგებასა და გამოყენებაზე.
თუ ადამიანს აქვს აფაზია, მას შესაძლოა უჭირდეს:
1.საუბარი - შესაბამისი სიტყვების მოძიების, გახსენების, გამოყენების პრობლემა;
🔘 უჭირს თითოეული სიტყვის წარმოთქმაც კი;
🔘 ვერ პოულობს საჭირო სიტყვებს;
🔘 საუბრის დროს ტოვებს დამატებითი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს: და, თუ, მაგრამ;
🔘 შესაძლოა ბევრს ლაპარაკობს, თუმცა მისი ნათქვამიდანაზრის გამოტანა შეუძლებელია;
🔘 იმეორებს ერთი და იმავე სიტყვებს;
🔘 ფიქრობს, რომ შესანიშნავად ჩამოაყალიბა ნააზრევი, მაშინ როცა მსმენელის შეფასება საპირისპიროა;
2. სხვისი ნათქვამის გაგება - სმენის პრობლემის არ არსებობის პირობებში;
🔘 უჭირს სხვა ადამიანების ნათქვამის მოსმენა და გაგება;
🔘 უჭირს საუბრის თემისთვის მიყოლა განსაკუთრებით ხალხმრავალ სიტუაციებში; ან თუ გადაღლილია; ან სწრაფად და სხვადასხვა თემაზე ესაუბრებიან; ან საუბრისას რთულ სიტყვებს იყენებენ;
3.კითხვა;
🔘 კითხვის პროცესი ნელია და უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს;
🔘 უჭირს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, აზრის გაგება;
🔘 ძირითადად ახერხებს ცალკეული სიტყვების წაკითხვას.
🔘 განსაკუთრებით გართულებულია რთული სიტყვებისა დაწინადადებების წაკითხვის პროცესი;
4. წერა;
🔘 ვერ ახერხებს საკუთარი აზრების ორგანიზებას და წერილობითი სახით გადმოცემას;
🔘 გართულებულია სიტყვათა დამარცვლა, ბგერებად დაშლა;
🔘 წერისას ვერ იხსენებს და ტოვებს ასოებს;
5. რიცხვებითმანიპულაცია და ანგარიში;
🔘 ვერ ახერხებს ანგარიშს, გამოთვლას;
🔘 დროის გამოთვლისას და ფულის გამოყენებისას უშვებს შეცდომებს;
მეორეს მხრივ, ზემოთ აღნიშნული სირთულეების არსებობის მიუხედავად აფაზიის მქონე ადამიანს:
🔘 არ აქვს სმენის პრობლემა
🔘 ინტელექტუალური ფუნქციონირება ნორმის ფარგლებშია;
🔘 დამოუკიდებლად მოქმედებს და იღებს გადაწყვეტილებებს;
🔘 გონებაში მშვენივრად აყალიბებს აზრებს და იცის რისი თქმა სურს;
სხვაგვარად რომ ვთქვათ, აფაზიის მქონე ადამიანები აზროვნებენ ნათლად და სხარტად, თუმცა ვერ ახერხებენ აღნიშნული ნააზრევის სიტყვებით გადმოცემას, ან სხვისი ნათქვამის გაგებას, სირთულეს წარმოაგენს კითხვა და წერაც. არსებობს აფაზიის მსუბუქი ფორმა, რომლის დროსაც საუბრის პროცესში გართულებული შესაძლოა იყოს საჭირო სიტყვების გახსენება. ზოგ შემთხვევაში კი აფაზიას იმდენად ძლიერ პრობლემებთან მივყავართ, რომ ადამიანი საერთოდ ვერ ახერხებს საუბარს.
ვის შეიძლება ჰქონდეს აფაზია
ნებისმიერი ასაკისადამიანთან, მათ შორის ბავშვებთანაც, შესაძლოა შეგვხვდეს აფაზია. ბავშვთა შეძენილი აფაზია ეწოდება მდგომარეობას, როდესაც თავის ტვინის რაიმე ტიპის დაზიანების შეეგად უკვე ათვისებული ენობრივი უნარები იკარგება. უმეტეს შემთხვევაში კი აფაზია გავრცელებულია შუა ასაკის ან ხანშიშესულ ადამიანებთან. თანაბარი რაოდენობით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებთან.სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველი 250 ადამიანიდან 1-ს აქვს აფაზია.
რა იწვევს აფაზიას
ენობრივ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი თავის ტვინი ერთი ან რამდენიმე უბნის დაზიანება შედეგად გვაძლევს მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება აფაზია. უმეტეს შემთხვევაში დაზიანების გამომწვევი მიზეზი ინსულტია, რომლის დროსაც თავის ტვინის უჯრედები ვეღარ მარაგდება ჯანგბადით და იწყებს კვდომას. სხვა გავრცელებულმიზეზებს მიეკუთვნება თავის ტრამვა, სიმსივნე, ინფექციები და ა.შ. აფაზია შეიძლება გაჩნდეს 1) სწრაფად - მაგალითად, ინსულტის ან ტრამვის შედეგად, ან 2) ნელა - მაგალითად, სიმსივნის, ინფექციების შედეგად.
რომელია აფაზიის ტიპები
არსებობს აფაზიის რამდენიმე ტიპი, რომელთა ერთმანეთისგან დიფერენცირება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. აფაზიის მქონე ადამიანის ახლობლის ამოცანაა, დროულად ამოიუცნოს საფრთხე და მიჰყვეს სპეციალისტის მითითებებას. ქვემოთ ვისაუბრებთ რამდენიმე, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ აფაზიის ტიპზე.
ვერნიკეს აფაზია - თავის ტვინის საფეთქლის წილის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს აფაზია, რომელსაც უწოდებენ ვერნიკეს აფაზიას. აღნიშნული ტიპის დაზიანების მქონე ადამიანებს შეუძლიათ გრძელი წინადადებების გამოყენებით საუბარი, თუმცა მათი ნათქვამი უშინაარსოა, სიტყვები კი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ან გამოგონილი. მაგალითად, ვერნიკეს აფაზიის მქონე ადამიანმა შესაძლოა თქვას: „ისი სტომი ვარდისფერდა და დატრიალება და მასზე ზრუნვა ხომ.“ შედეგად, ძალიან რთულია აღნიშნული ტიპის აფაზიის მქონე ადამიანის ნათქვამიდან შინაარსის გამოტანა და იმის გაგება, თუ რის თქმას ცდილობს. ვერნიკეს აფაზიის მქონე ადამიანების მთავარ სირთულეს წარმოადგენსმოსმენილის გაგება და შესაბამისად, ვერ ახერხებენ საკუთარი შეცდომების დაფისიქრებასაც. ვერნიკეს აფაზიის მქონე ადამიანთან იშვიათად გვხვება რაიმეტიპის მოტორულისირთულე.
ბროკას აფაზია- თავის ტვინის შუბლის წილის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს აფაზია, რომელსაც უწოდებენ ბროკას აფაზიას. ამ ტიპის დაზიანების მქონე ადამიანები საუბრობენ მარტივი სიტყვებით ან ფრაზებით, რომელთა წარმოსათქმელად უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავენ. მაგალითად, ბროკას აფაზიის მქონე ადამიანმა, აღნიშნული ფრაზის ნაცვლად: „დღეს საღამოს ძაღლს მე წავიყვან და გავასეირნებ“ შესაძლოა თქვას: „ძაღლი სეირნობა“. ჩვეულებრივ, ბროკას აფაზიის მქონე ადამიანებს არ აქვთ სხვისი საუბრის გაგების სირთულე, ისინი კარგად აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებსაც, რაზეც ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ. შუბლის წილი პასუხისმგებელია მოტორულ ფუნქციონირებაზეც. შესაბამისად, ბროკას აფაზიის მქონე ადამიანებთან ხშირად გვხვება მოტორული სირთულეები - მარჯვენამხრივი პარეზი.
გლობალური აფაზია - რომლის მიზეზიც თავის ტვინის ენის ცენტრების მასიური დაზიანებაა. აღნიშნულ შემთხვევაში ადამიანების ენობრივი ფუნქციონირება მკვეთრად გაუარესებულია. სერიოზულ სიძნელეს წარმოადგენს, როგორც საკუთარი აზრების ექსპრესია, ისე სხვისი ნათქვამის გაგებაც.
არსებობს აფაზიის სხვა ტიპებიც, რომელთა მიზეზებიც თავის ტვინის სხვადასხვა უბნის დაზიანებაა. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა უჭირდეს სიტყვებისა და წინადადებების წარმოთქმა, მიუხედავად იმისა, რომ ესმის მათი მნიშვნელობა. ზოგიერს შესაძლოა უჭირდეს ობიექტების დასახელება მიუხედავადდ იმისა, რომ იციან მათიდანიშნულება და ა.შ.
როგორ ხდება აფაზიის დიაგნოსტირება
პირველ რიგში, აფაზიის ამოცნობა შეუძლია სამედიცინო სფეროს იმ წარმოამდგენელს, რომელთანაცპაციენტი თავის ტვინის დაზიანების გამო მკურნალობს. ჩვეულებრივ, ეს არის ნევროლოგი. მას შეუძლია თავად შეაფასოს ან პაციენტი გადაამისამართოს სხვადასხვა სპეციალისტებთან:
🔘 ნეიროფსიქოლოგი;
🔘 ენისა და მეტყველების თერაპევტი;
🔘 ოკუპაციური თერაპევტი;
🔘 ფსიქოთერაპევტი;
ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტები სპეციფიკური ინსტრუმენტების გამოყენებით შეაფასებენ პაციენტის სხვადასხვა საჭიროებას. გამოარკვევენ, რამდენად შეუძლია მას საკუთარი აზრების გადმოცემა, საუბრის, სხვისი ნათქვამის გაგება,წერა,კითხვა, ყოველდღიური ფუნქციონირება, როგორია მისი ემოციური მდგომარეობა და ა.შ.
როგორ ხდება აფაზიის განკურნებისთვის მუშაობა
აფაზია შესაძლოა გაგრძელდეს დროებით, იყოს ხანგძლივი ან თან სდევდეს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე. შეუძლებელია გამოჯანმრთელების ხარისხის და დროისზუსტად განსაზღვრა.
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია ყოველგვარი დახმარების გარეშე, თავისით აღდგეს აფაზიისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სირთულე. ასეთ დროს, ენობრივ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები ქრება რამდენიმე საათიდან - ერთ თვემდე შუალედში.
ძირითად შემთხვევაში კი პრობლემების გამოსწორება სწრაფი ან სრულყოფილი არ არის. ამ შემთხვევაში, დაზიანების შემდგომ რამდენიმე დღიდან - ერთ თვემდე ვადაში აფაზიისთვის დამახასიათებელი სირთულეებიდან ნაწილის აღმოფხვრა სპონტანურად ხდება. ამის მიუხედავად, კვლავ რჩება სირთულეები, რომელზეც მიზანმიმართული მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. სპეციალისტების რჩევით, რაც უფრო ადრეულად და ინტენსიურად ხდება ჩარევა, მით უკეთესია გამოსავალი. პროგნოზი დიდ წილად დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ადგილზე, ინტენსივობაზე, მოცულობაზე და პაციენტის ასაკზეც. გამოჯანმრთელების პროცესზე ასევე მოქმედებს გარემოს მხარდაჭერა, პაციენტის ემოციური მგომარეობა და მოტივაცია.
აფაზიის მქონე ადამიანებთან მუშაობენ ნეიროფსიქოლოგები, ენისა და მეტყველების თერაპევტები, ფსიქოთერაპევტები. თერაპიის მიზანია:
🔘 პაციენტმა შესძლოს დაზიანების მიუხედავად შენარჩუნებული ენობრივი უნარების კომუნიკაციის პროცესში პროდუქტულად გამოყენება;
🔘 ენობრივი უნარების დარჩენილი რესურსის მთლიანად გამოვლენა და აღდგენა;
🔘 ენობრივი სირთულეების მაკომპენსირებელი სტრატეგიების დაგეგმვა და გამოყენება;
🔘 კომუნიკაციის სხვა საშუალებების დასწავლა;
🔘 ემოციური მდგომარეობის სტაბილიზება და ა.შ.
ინდივიდუალური ტიპის თერაპია მიმართულია ადამიანის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად თერაპიული გეგმის გაწერაზე. ჯგუფური თერაპია კი ემსახურება არსებული კომუნიკაციური უნარებისჯგუფში ეფექტურად გამოყენების უნარის გავარჯისებას.
რას განიცდის აფაზიის მქონე ადამიანი
აფაზიის მქონე ადამიანები ძალიან განიცდიან იმას, რომ უწინდებურად ვეღარ ახერხებენ საკუთარი აზრების გამოცემას ან სხვათა შეხედულებების გაგებას. წარმოიდგინეთ, რა განცდა დაგეუფლებოდათ, თუ ერთ დღესაც გადაშლიდით თქვენთვის საყვარელ წიგნს და ვერც ერთ სიტყვას ვერ წაიკითხავდით ან გაიგებდით; ან გენდომებოდათ თქვენი საჭიროების დაფიქსირება: „იქნებ შოკოლადი წამომიღო მაღაზიიდან“ და ამის ნაცვლად იტყოდით: „მაღაზია შორს რბენა“. ძალიან ბევრი განათლებული, წარმატებული და გონიერი ადამიანი უეცრად აღმოჩენილა აღნიშნული სირთულეების წინაშე.
რა დამატებით სირთულეებამდე მივყავართ აფაზიას
ენის გამოყენებისა და სხვისი ნათქვამის გაგებისპრობლემის გარდა, აფაზიის მქონე ადამიანი ბევრი სხვადასხვა სირთულის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს:
🔘 ემოციური პრობლემები;
🔘 ახლო წრისგან გარიყვა, იზოლაცია;
🔘 ურთიერთობის დამყარების ან შენარჩუნების პრობლემა;
🔘 შფოთვა;
🔘 გაღიზიანებადობა;
🔘 საკუთარ თავში დაურწმუნებლობა;
🔘 უმუშევრობა;
🔘 დეპრესია;
აფაზიასთან ერთად ცხოვრება ბევრი ახალი გამოწვევის წინაშე დგომას გულისხმობს. ნათელ ცაზე მეხის გავარდნას გავს და ადამიანს თავიდან უწევს ახალი, დამატებითი სირთულეებით აღსავსე ცხოვრების დაწყება.
რა როლი აქვს ოჯახსა და მეგობრებს
უმნიშვნელოვანესია ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების აქტიური ჩართულობა და მხარაჭერა. აფაზიის მქონე ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა იმ ტიპის მომსახურება, რაც დაეხმარება სირთულეების დაძლევაში ან შემსუბუქებაში. უმნიშვნელოვანია ექიმის, ნეიროფსიქოლოგის, ენისა და მეტყველების თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის, ფსიქოთერაპევტის აქტიური ჩართულობა პაციენტის შეფასებისა და რეაბილიტაციის პროცესში. სხვადასხვა ტიპის აფაზია განსხვავებულ დახმარების სტრატეგიების მოითხოვს. აფაზიის მქონე ადამიანის ახლობლის, ოჯახის წევრის ამოცანაა:
🔘 მოიძიოს სახელმწიფოში არსებული შესაბამისი რესურსები, სპეციალისტები და დახმარების გზები;
🔘 დაეხმაროს შენარჩუნებული უნარების გავარჯიშებაში;
🔘 გამოყოს დრო მასთან ურთიერთობისთვის და მიზანმიმართული ვარჯიშისთვის;
🔘 გაამარტივოს მასთან სასაუბრო ენა, გამოიყენოს მარტივი და მოკლე წინადადებები;
🔘 ისაუბროს ნელა და გამართულად, ხმამაღალი საუბარი და ყვირილი საჭირო არ არის;
🔘 დაუსვას ისეთი კითხვები, რომელზეც „დიახ“ ან „არა“-ს გამოყენებით შესაძლებელია პასუხის გაცემა;
🔘 შეინარჩუნოს ზრასრულ ადამიანთან საუბრის ჩვეულებრივი მანერა. არ აგრძნობინოსთავი უხერხულად, უმნიშვნელოდ;
🔘 მასთან საუბრისას, მაქსიმალურადშეამციროს გარეშე ხელისშემშლელი ფაქტორები: ტელევიზორის, რადიოს ხმა;
🔘 ყოველთვის დაინტერესდეს და გაითვალისწინოს აფაზიის მქონე ადამიანის აზრი და არ გარიყოსმნიშვნელოვანი ოჯახური საუბრებიდან;
🔘 წაახალისოს ნებისმიერი ტიპის და ფორმის კომუნიკაცია, ეს იქნება სიტყვებით, ჟესტებით, ჩვენებით, ნახატებით და სხვა;
🔘 არ გაუსწოროს ნათქვამი, არ შეარცხვინოს;
🔘 ხელი შეუწყოს აფაზიის მქონე ადამიანის ემოციურ კეთილდღეობას;
🔘 გამოიჩინოს მოთმინება და მისცეს ბევრი დრო აზრის გადმოსაცემად;
🔘 ხელი შეეუწყოს მის სხვადასხვა აქტივობას სახლის გარეთაც: მოიძიოსშესაბამისი ჯგუფები, საკომუნიკაციო წრეები;
გახსოვდეთ, თუ თქვენს ახლობელს აქვს ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები, არსებობს სხვადასხვა სერვისები, რომელთა გამოყენებით და თქვენი ჩართულობით შესაძლებელი მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ავტორი: ირინე დოღაძე
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15
გამოყენებული ლიტერატურა:
National Institute on Deafness and Other Communication Disorders, NIDCD Fact Sheet Aphasia, 2010.
American Heart Association, Stroke and Aphasia, 2015
Stroke recovery association of British Columbia, Undestanding Aphasia, 2017
The Communication and Disability Network, Aphasia Information Pack,