როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის საჯარო ტანტრუმებს?
მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვის ქცევასთან გამკლავება სახლში უფრო უადვილდებათ, თუმცა, როცა ბავშვი საჯარო სივრცეში აწყობს ტანტრუმს, ადეკვატური რეაგირება არც ისე მარტივია. ტექსტი ცდილობს მარტივად ახსნას თუ რატომ აწყობენ ბავშვები ტანტრუმს და თუ როგორ შეიძლება მოიქცეს მზრუნველი ამ დროს.
რა არის ტანტრუმი?
ტანტრუმი არის იმედგაცრუებისა და ბრაზის უკონტროლო გამოვლინება, რომელიც გამოიხატება ყვირილით, ტირილით, ფეხების ბაკუნით, ნივთების დაყრით და ა.შ.
რატომ აწყობენ ბავშვები ტანტრუმს?
ტანტრუმს ერთი მიზეზი არასდროს აქვს, თუმცა ემოციური შედეგი ერთია -ბრაზი. ბავშვის ამგვარ ქცევას ხშირად საფუძვლად უდევს გარემოს შეცვლა დღის განმავლობაში (სახლიდან-ბაღში/სკოლაში, ბაღიდან/სკოლიდან - სახლში), მისთვის სასიამოვნო აქტივობის დასრულება (მაგ. როცა გასართობი პარკს უნდა მოსწყდეს, მეგობარი მიდის და ა.შ.), ხალხმრავლობა (დაბადების დღეები, ოჯახური წვეულებები ა.შ.). ამგვარ სიტუაციებში (სადაც შეიძლება გადაიღალოს ან ზედმეტი ემოციებისგან დაიტვირთოს) ბავშვი ემოციურად აღიგზნება, ისე რომ არაფერი აკმაყოფილებს და ყველა მოქმედებას თუ სიტყვას ტირილამდე მიჰყავს.
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი საჯაროდ აწყობს ტანტრუმს?
პირველ რიგში, გაანალიზეთ სიტუაცია - შეაფასეთ ტანტრუმის რა ეტაპზე იმყოფება ბავშვი. შეიძლება თუ არა მისი ყურადღების გადატანა სხვა რამეზე?
1. წაიყვანეთ ბავშვი უსაფრთხო ადგილას - თუ ხვდებით, რომ ბავშვი ისეთ ეტაპზეა, რომელსაც ვერ შეაჩერებთ, იგი ისეთ ადგილას წაიყვანეთ, რომელიც შედარებით წყნარი და ნაკლებად გადაჭედილია. თუმცა, ეცადეთ, რომ არ გაბრაზდეთ და არ დაადანაშაულოთ ბავშვი, აუხსენით, რომ ისეთ ადგილას მიგყავთ, სადაც ერთად უფრო წყნარად იქნებით.
2. გადაატანინეთ ყურადღება! მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ამ დროს არ გისმენთ, მაინც ეცადეთ, მისი სხვა რამით გართობა. მაგალითად, თუ ხართ მაღაზიაში თქვით, რომ რძეს ვერ პოულობთ და ნეტავ სად არის?
3. ტანტრუმს შემდგომშიც ელოდეთ - შესაძლოა მის ქცევას მარტივად გაუმკლავდეთ, მაგრამ დღის განმავლობაში ტანტრუმის რისკი ისევ არის, რადგან ბავშვის ემოციებს გამოშვება სჭირდება.
"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15
ავტორი:
სოფო ცაგარეიშვილი
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი
გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.handinhandparenting.org/article/helping-children-with-tantrums-in-public/
https://www.mother.ly/child/ways-to-handle-tantrums-in-public-or-private