ბავშვთან დაკავშირებული პრობლემები იზოლაციისას და მათთან გამკლავება

 

სანამ ვირუსი ვრცელდება უფრო და უფრო მეტი ხალხი იკეტება საკუთარ სახლებში. ზოგიერთი სტატია იუწყება, რომ ოჯახთან იზოლაციას დადებითი მხარეებიც აქვს, რაშიც იგულისხმება მათთან მეტი დროის გატარება და ზრუნვა. რეალობა ხშირად სხვანაირია - ბავშვები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს ატარებდნენ ბაღებსა თუ სკოლებში ახლა გამოკეტილნი არიან, ჩვენ კი ვიცით, რომ მათ სჭირდებათ გარემოსთან აქტიური ინტერაქცია განვითარებისთვის თუ ენერგიის დასახარჯად. ამის გამო ზოგიერთ ოჯახში ალბათ ქაოსია ან პირიქით, ბავშვები მთელს დღეს ეკრანებთან ატარებენ და სიჩუმეა, ან ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის დავა, რასაც ისევ ქაოსამდე მივყავართ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მშობლები მნშვნელოვან პრობლემას აწყდებიან - როგორ განვკარგოთ ბავშვის დრო სახლში? სტატია, სადაც აღწერილია მშობლების გამოცდილება, ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია განრიგის შედგენა ბავშვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე (მაგ: ხატვა, ძერწვა, ნივთების შექმნა, საგანმანათლებლო ვიდეოების ყურება). განრიგი უნდა იყოს კონკრეტული და დაყოფილი მცირე მონაკვეთებად, დღეში ორჯერ ერთი და იმავე აქტივობის გამეორება შესაძლებელია, (მაგალითად, აკადემიური მონაკვეთის). ეთამაშეთ ბავშვებს, თუნდაც სადილის მომზადებისას, დაიხმარეთ ისინი, თამაშ-თამაშით. მიეცით ბავშვებს მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება, ტექნოლოგიების საშუალებით. ასევე, ბავშვს განუსაზღვრეთ კონკრეტული 1-2 საათი, რომელსაც თავისი სურვილისამებრ განკარგავს. სტრუქტურა დაიცავით მკაცრად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნდებით ქაოსს.

კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს მშობლის შფოთვა, რომელიც ბავშვს გადაედება, ან თუნდაც რუტინის შეცვლა, რომელიც ბავშვებში შფოთვას იწვევს. სწორედ ამიტომ, აუხსენით ბავშვს თუ რა ხდება - ამ საკითხთან დაკავშირებით ბავშვთა დაცვის ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაციები, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე. აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვაც, რადგან როგორც ზემოთაა აღნიშნული მშობლის ფსიქიკური მდგომარეობა ბავშვზე მკვეთრად აისახება.

 

"თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4
☎️ 2 44 55 15

 

ავტორი:

სოფო ცაგარეიშვილი

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.nationalgeographic.co.uk/science-and-technology/2020/03/how-engage-your-kids-during-coronavirus-isolation

https://globalnews.ca/news/6682923/keeping-kids-busy-amid-covid-19/