ბავშვის ყოველდღიური ვალდებულებები და მათი მნიშვნელობა სწორი განვითარებისათვის

ბავშვის ჩართვა ყოველდღიურ საოჯახო საქმიანობაშიმნიშვნელოვნად აუმჯობესებს მისი დამოუკიდებლობის,კომპეტენტურობის, საკუთარი დროის სწორად განაწილებისუნარებს. ასევე, ზრდის თავდაჯერებულობის, თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემისა და მათზე ზრუნვის ხარისხს. ამ გზით ბავშვებს ეძლევათ საშუალება იამაყონ შესრულებული საქმიანობით, ახლობელი ადამიანებისგანაც მიიღონ კომპლიმენტი, მოიპოვონ აღიარება და თავი რეალიზებულად იგრძნონ. სწორედ აღნიშნული უნარები ქმნის მომავალში წარმატებული, კეთილსინდისიერი ადამიანის ფუნდამენტს. 

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვები ძალიან ადრეულ პერიოდშივე, აბსოლუტურად ბუნებრივად, თავად გამოხატავენ უფროსების დახმარების ინიციატივას. ხშირ შემთხვევაში მშობლებისთვის ეს შეუმჩნეველი რჩება და სრულიად უნებურად კარგავენ ბავშვის პიროვნული, ემოციური და შემეცნებითიგანვითარების მნიშვნელოვან საშუალებას. შესაბამისად, ყველა მშობლის ამოცანაა დროულად ამოიცნოს ბავშვის მონდომება და წაახალისოს, განავითაროს ის. 2 წლის ბავშვისთვისაც კი არ არის ადრე დაგვეხმაროს მაგიდის გაშლაში, დააწყოს ხელსახოცები თეფშებთან. მაგრამ, თუ ასეთ ადრეულ ასაკში არ დაიწყეთ მუშაობა ბავშვთან, ბევრად უფრო გაგიჭირდებათ 14 წლის შვილი დაიხმაროთ იგივე საქმიანობაში. ანუ, მუშაობას იწყებთ ძალიან ადრე, მაშინვე, როგორც კი ბავშვი ახერხებს ძალიან მარტივი მითითებების გაგებას.

ბუნებრივია, ვალდებულებები განსხვავებულია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. აგრეთვე განსხვავებულია დახმარების ხარისხი მათი ასაკისა და განვითარების საფეხურის გათვალსწინებით. ქვემოთ მოცემულია იმ ვალდებულებების ნიმუშები, რომელსაც სხვადასხვა ასაკის ბავშვი უნდა ასრულებდეს. შეიძლება ისინი ძალიან მარტივი, ან პირიქით რთული აღმოჩნდეს თქვენი შვილისთვის. ამ შემთხვევაში, თქვენი მიზანია ჩამოაყალიბოთ ის ჩამონათვალი, რომელსაც თქვენი ბავშვი გაუმკლავდება და ამასთან, გარკვეული ძალისხმევის ფასად.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ოჯახის წევრები ინაწილებენ სხვადასხვა დავალებებს და ამ პროცესში ჩართულნი უნდა იყვნენ ბავშვებიც. ერთი მხრივ ეს შეამსუბუქებს მშობლების ყოველდღიურ ყოფას, მეორე მხრივ კი გაზრდის ბავშვის დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის, სხვებზე ზრუნვის ხარისხს. გახსოვდეთ, რომ აუცილებელი არ არის ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ დავალებას ასრულებდეს ბავშვი, მათ რაოდენობაზე თანხმდებით ერთობლივად მისი ასაკისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

რას ვითხოვთ 1 -2 წლის ბავშვისგან:

🔹 გადაწმინდოს მაგიდა (ვაძლევთ ტილოს, ვეხმარებით);

🔹 მშობელთან ერთად ჩაალაგოს სათამაშოები ყუთში;

🔹 მიიტანოს გასარეცხი ტანსაცმელი და ჩაალაგოს შესაბამის კალათაში;

🔹 წყალი დაუსხას მცენარეს;

🔹 შეასრულოს მარტივიმითითებები: „გთხოვ,ნაგავი ურნაში ჩააგდე“, „ჭიქა მომიტანე“;

🔹 მშობელთან ერთად აალაგოსსაწოლი (უჭირავს ბალიში, სანამ მშობელი ასწორებს ლოგინს);

 რას ვითხოვთ 2-3 წლის ბავშვისგან:

 🔹 მონაწილეობა მიიღოს თავის საწოლის გასწორების პროცესში;

🔹 მშობელთან ერთად მიალაგოს თავის სათამაშოები;

🔹 ჩაალაგოს ჭუჭყიანი ტანსაცმელი შესაბამის კალათაში;

🔹 დაუყაროს საჭმელი და დაუსხას წყალი შინაურ ცხოველს;

🔹 დაეხმაროს მშობელს მტვრის გადაწმენდაში, დასუფთავებაში;

🔹 დაალაგოს წიგნები თაროზე;

🔹 დაეხმაროს დედას ტანსაცმლის საკიდზე ჩამოკიდებაში;

🔹 გაწმინდოს დაღვრილი სითხე;

🔹 აიღოს თავისი თეფში მაგიდიდან;

🔹 ჭამის შემდგომ გადაწმინდოს მაგიდა;

🔹 დაიბანოს ხელ-პირი და გაიმშრალოს თავად;

რას ვითხოვთ 4-5 წლის ბავშვისგან: 

🔹 პასუხისმგებელია ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესრულებაზე:

🔹 იცვამს დამოუკიდებლად, მშობლის მინიმალური დახმარებით;

🔹 ასწორებს თავის საწოლს, მშობლის მინიმალური დახმარებით;

🔹 მიაქვს თავისი ნივთები მანქანიდან სახლში;

🔹 შლის სუფრას (მშობლის დახმარებით);

🔹 ალაგებს სუფრას (მშობლის დახმარებით);

🔹 ეხმარება მშობელს საჭმლის მომზადებაში;

🔹 ეხმარება მშობელს პროდუქტის მაღაზიიდან მოტანაში;

🔹 აწყვილებს ერთნაირ წინდებს ტანსაცმლის დალაგებისას;

🔹 პასუხისმგებელია ცხოველის საჭმელითა და წყლით მომარაგებაზე;

🔹 კიდებს პირსახოცს სააბაზანოში;

🔹 წმენდსიატაკზე დაღვრილ წყალს მშრალი ტილოთი;

🔹 ივარცხნის თმას;

🔹 მონაწილეობს ჭურჭლის გამშრალებასა და დახარისხებაში;

🔹 მონაწილეობს ფეხსაცმლის გაწმენდაში;

🔹 თლის ფანქარს;

🔹 ეხმარება უმცროსი ასაკის და-ძმას ჭამის, ჩაცმის პროცესში;

🔹 მონაწილეობს ისეთი მარტივისაჭმელის მომზადებაში, როგორიცაა სენდვიჩი/ბუტერბროდი;

რას ვითხოვთ 6-7 წლის ბავშვისგან:

🔹 პასუხისმგებელიაზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულების შესრულებაზე;

🔹 ყოველდღე ასწორებს თავის საწოლს;

🔹 იხეხავს კბილებს;

🔹 ივარცხნის თმას;

🔹 ირჩევს იმ დღის ტანსაცმელს და იმოსება;

🔹 პასუხისმგებელია ცხოველის საჭმლითა და წყლით მომარაგებაზე;

🔹 მტვერსასრუტის გამოყენებით ასუფთავებს ოთახებს;

🔹 სველი ტილოთი წმენდს მტვერს;

🔹 გარეცხილ ჭურჭელს ახარისხებს და ალაგებს;

🔹 უფროსთან ერთად მონაწილეობს საჭმლის მომზადების პროცესში;

🔹 ასუფთავებს სანაგვე ურნას;

🔹 თავად ისხამს წყალს, წვენს;

🔹 იმზადებს მარტივ საჭმელს, როგორიცაა სენდვიჩი/ბუტერბროდი/სალათი, დამოუკიდებლად;

🔹 თავად იკრავს თასმას;

🔹 აბანავებს ფისოს ან ლეკვს;

 რას ვითხოვთ 8-11 წლის ბავშვისგან:

🔹 პასუხისმგებელია ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულების შესრულებაზე;

🔹 ზრუნავს პირად ჰიგიენაზე;

🔹 პასუხისმგებელია საკუთარი საძინებლის სისუფთავეზე;

🔹 პასუხისმგებელია დავალების შესრულებაზე;

🔹 პასუხისმგებელია თავის ნივთებზე;

🔹 თავად აყენებს მაღვიძარას დაძინებამდე;

🔹 რეცხავს ჭურჭელს;

🔹 უფროსთან ერთად რეცხავს ოჯახის მანქანას;

🔹 დამოუკიდებლად ამზადებს რამდენიმე მარტივ კერძს, მაგალითად: ერბო-კვერცხს;

🔹 მშობელთან ერთად ასუფთავებს სააბაზანოს;

🔹 წმენდს ეზოს ფოთლებისაგან;

🔹 სწავლობს საოჯახო ტექნიკის გამოყენებას;

🔹 უფროსთან ერთად ფენს სარეცხს;

🔹 ყრის ნაგავს ქუჩის სანაგვე ურნაში;

🔹 პასუხობს ტელეფონს და გადასცემს შეტყობინებას უფროსს;

🔹 ასუფთავებს ცხოველის ტუალეტს;

🔹 შეუძლია მცირე ოდენობის ფულის მიზანმიმართული გამოყენება;

🔹 სწავლობს სამუშაო იარაღების გამოყენებას;

🔹 კრეფს ხილს ხეზე;

🔹 აკერებს ღილებს ტანსაცმელს;

🔹 ასეირნებს ცხოველს;

🔹 ზრუნავს უმცროს და/ძმაზე;

🔹 შესაძლოა ჰქონდეს საზაფხულო სამუშაო, როგორიცაა ცხოველების გასეირნება და ა.შ;

🔹 უმკლავდება ამ საქმიანობას შეხსენების გარეშე;

რას ვითხოვთ 12-13 წლის ბავშვისგან:

🔹 პასუხისმგებელიაზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულების შესრულებაზე;

 🔹 ზრუნავს პირად ჰიგიენაზე, საშინაო დავალების შესრულებაზე;

 🔹 აყენებს მაღვიძარას ძილის წინ;

 🔹 ცვლისსაწოლის თეთრეულს;

 🔹 ინარჩუნებს სისუფთავეს თავის ოთახში;

 🔹 ცვლის გადამწვარ ნათურას;

🔹 ასუფთავებს მტვერსასრუტის ჩანთას;

 🔹 რეცხავს ჭურჭელს, ალაგებს ოთახებს - მათ შორის სააბაზანოს;

🔹 წმენდს სარკეს;

🔹 ალაგებს ეზოს, იყენებს ბალახის საკრეჭს;

🔹 მეთვალყურეობს უმცროს და-ძმას მშობლის გარეშე;

🔹 დამოუკიდებლად ამზადებს სადილს;

🔹 ახერხებს კერვას, ქსოვას ან ქარგვას;

🔹 შეუძლია სხვების საჭიროების შეფასება და ეხმარება მათ;

🔹 შეუძლია მეზობლის ბავშვზე მეთვალყურეობაც;

🔹 აცხობს ორცხობილებს;

🔹 ასუფთავებს მაცივარს;

🔹 შეხსენების გარეშე დამოუკიდებლად ალაგებს ეზოს;

🔹 აუთოებს ტანსაცმელს;

🔹 ადგენს საყიდლების სიას;

 რას ვითხოვთ 14-15 წლის ბავშვისგან:

🔹 პასუხისმგებელიაზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულების შესრულებაზე;

🔹 პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის წიგნებზე და მათ დაბრუნებაზე;

🔹 შეხსენების გარეშე იწყებს საოჯახო საქმიანობას;

🔹 საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად ალაგებს ეზოს;

🔹 მეთვალყურეობს უმცროს და-ძმას;

🔹 დამოუკიდებლად ამზადებს სადილს (პროდუქტების სიის შედგენიდან, მისიმომზადებით დამთავრებული);

🔹 მეთვალყურეობის ქვეშ ასუფთავებს ფანჯრებს;

რას ვითხოვთ 16-18 წლის ბავშვისგან: 

🔹 პასუხისმგებელია ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულების შესრულებაზე;

🔹 პასუხისმგებელია თავისი ტანსაცმელის მოწერიგებაზე;

🔹 პასუხისმგებელია მანქანის მოვლაზე (თუ ჰყავს): ზეთის გამოცვლა, შეკეთებაზე ზრუნვა და ა.შ

🔹 საჭიროების შემთხვევაში მითითების გარეშე იწყებს საოჯახო საქმიანობას;

🔹 საჭიროების შემთხვევაში ალაგებს ეზოს;

🔹 ძირფესვიანად ალაგებს სახლს;

როგორ უნდა წაახალისოს მშობელმა ბავშვის სახლის საქმიანობაში მონაწილეობა

ჯილდოს მოფიქრება შეუძლია მხოლოდ ისეთ მშობელს, ვინც კარგად იცნობს ბავშვის ინტერესებს. თუმცა, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ სასურველია ეს პროცესი იმდენად სასიამოვნო გახადოს ბავშვისთვის, რომ დამატებითი ჯილდო საჭირო აღარც იყოს. თუ მაინც საჭირო გახდება, სასურველია არ გამოიყენოს ფულადი წახალისება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ, მისი მშობლები, ფულის გარეშეც აკეთებთ რაღაცებს. სამსახურის პოვნა და შესაბამისად ფულის შოვნა კი სხვა მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებთან და გამოცდილებასთანაა დაკავშირებული.

შესაბამისად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:

 !!!გახსოვდეთ, ბავშვის სახლის საქმიანობაში ჩართვას ვიწყებთ რაც შეიძლება ადრეული პერიოდიდან, რადგან ამ შემთხვევაში უფრო ადვილია მათი დაინტერესება. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად კი მასთან ურთიერთობის ახალი წესების შემოტანა გაგიჭირდებათ;

 !!!ეცადეთ ეს პროცესი გახადოთ მისთვის სასიამოვნო და არ დაგჭირდეთ სანაცვლოდ ისეთი მატერიალური ჯილდოს გამოყენება, როგორიცაა: ფული, სათამაშო და ა.შ. უმჯობესია ბავშვი მონაწილეობდეს თქვენთვის სიამოვნების მინიჭების, საქმიანობის შემსუბუქების მოტივაციით.

 !!!გახსოვდეთ, რომ ეს არ არის ბავშვზე ძალადობა. პირიქით, ხელს უწყობთ ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორიცაა პასუხისმგებლობის განცდა, სხვებზე ზრუნვა, თავდაჯერებულობა და ა.შ.

 !!!გახსოვდეთ, რომ ეს პროცესიარ მოითხოვს დიდ დროს - მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ბავშვებს ისედაც გადატვირთული გრაფიკი აქვთ, მეცადინეობასაც ვერ ასწრებენ და სახლის საქმიანობა როგორ დაავალონ; რეალურად, მშობელს შეუძლია შეარჩიოს იმდენი ვალდებულება, რამდენის დროც აქვს ბავშვს. მათი შესრულებისთვის საჭირო დრო არც ისე დიდია: მცირე ასაკისთვის 5 წუთზე ნაკლებია. ასაკის მატებასთან ერთად კი იზრდება.

 !!!გახსოვდეთ, რომ სახლის საქმიანობით დაკავება ერთ-ერთიყველაზე ეფექტურისაშუალებააბავშვისტექნიკასთან (სათამაშო აპარატურა, კომპიუტერი...) ურთიერთობის შესამცირებლად, რაც ჩვენი ეპოქის სერიოზული პრობლემაა;

მშობელს შეუძლია სახლის საქმიანობების ყოველდღიური ან ყოველკვირეული განრიგის ცხრილად წარმოდგენა. ასევე შეუძლია დღის განმავლობაში რამდენიმე განრიგი გააკეთოს: რას აკეთებს ბავშვი დილით? შუადღეს? საღამოს?. აღნიშნული ცხრილი თვალსაჩინოა და ეხმარება ბავშვს სწორად გადაანაწილოს დრო და არ გამორჩეს რაიმეს გაკეთება, ამასთან უფრო სახალისოს ხდის პროცესს.

 

 

 

ავტორი: ირინე დოღაძე

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

 

 "თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი"

 მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4

 ☎️ 2 44 55 15

 

 მშობელს შეუძლია დამატებით გაეცნოს:

- Parenting Guide, Avoiding Chore Wars, Focus on the Family, 2017;

- More time Moms, Chores for Kids, 2009;

- Specialized Care For Children, Doing Chores is All Part of Growing Up And Taking On Responsibility, 2015 

- www.Familyroi.org, Age Appropriate Chores,

- www.thetripclip.com