➤ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
➤ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
➤ ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის პრეზიდენტი;
➤ ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი;
➤ თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის დამფუძნებელი;
თ. გაგოშიძე არის საქართველოში პირველი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში. მისი ხელმძღვანელობით ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო 7 –მა დოქტორანტმა, სამაგისტრრო ხარისხი მიიღო 48 მაგისტრანტმა, რომელთაგან ყველა უკლებლივ დასაქმებულია განათლების და ჯანდაცვის სფეროში. იგი 50-მდე პუბლიკაციის ავტორია და მასთანაა ასოცირებული საქართველოში ნეიროფსიქოლოგის სერვისის დაფუძნება. მის მიერ არის შექმნილი და პრაქტიკულად დანერგილი ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამა ბავშვებთან: „ემოციურ-კოგნიტური ნეიროთერაპია“;
თ. გაგოშიძე აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განათლებაში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ინკლუზიური განათლება, ბავშვთა ადრეული ინტერვენცია, ენისა და მეტყველების განვითარების ხელშეწყობა ბავშვებში, პოზიტიური მშობლობა და ა.შ.;
მისი კვლევის ინტერესებში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
➤ ენისა და კომუნიკაციის განვითარების დარღვევების ნეიროფსიქოლოგიური პროფილების შედარებით ანალიზი
➤ კითხვის და მათემატიკური უნარების განვითარების ნეიროფსიქოლოგიური ასპექტები
➤ გონების თეორია
➤ ბავშვთა ადრეული მიჯაჭვულობისა და კოგნიტური განვითარების კავშირი
➤ მშობლების ბავშვთან ურთიერთობის გავლენის შესწავლა ენისა და კომუნიკაციის განვითარებაზე
➤ აფაზიების ნეიროფსიქოლოგია
➤ დემენციების ნეიროფსიქოლოგია
➤ სკოლის ნეიროფსიქოლოგია
➤ ენისა და კულტურის გავლენა თავის ტვინის ფუნქციური სისტემების ჩამოყალიბებაზე