ცენტრში მუშაობენ დოქტორისა და მაგისტრის ხარისხის მქონე, მაღალკვალიფიციური ნეიროფსიქოლოგები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სახის ნეიროგნავითარების დარღვევის, თავის ტვინის დაზიანების მქონე ზრდასრულების, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითების ჩივილის მქონე ზრდასრულების ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის პროფესიული გამოცდილება. მომსახურების ხარისხის შესანამრჩუნებლად და გასაუმჯობესებლად მათ მუშაობას სუპერვიზიას უწევენ:
➤ ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის სფეროში - პროფესორი თამარ გაგოშიძე
➤ ნეიროფსიქოლოგიური აბილიტაცია-რეაბილიტაციის სფეროში - თეონა გავაშელიშვილი
ცენტრში მუშაობენ მაღალკვალიფიციური, მაგისტრის ხარისხის მქონე ენისა და მეტყველების თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოთერაპევტები.